ახალი ამბები

კირილეს განცხადება აღიქმება სეპარატიზმის წახალისებად – საქართველოს საპატრიარქო

20 სექტემბერი, 2019 • 1832
კირილეს განცხადება აღიქმება სეპარატიზმის წახალისებად – საქართველოს საპატრიარქო

საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ეხმაურება რუსეთის პატრიარქის, კირილეს მიმართვას აფხაზეთის დე ფაქტო რეზიდენტისადმი. საქართველოს საპატრიარქო ამ მიმართვას “გაუგებარს” უწოდებს, რომელიც “აღიქმება სეპარატიზმის წახალისებად”

“მართალია, მოსკოვის საპატრიარქოს ოფიციალურ გვერდზე არ იძებნება აფხაზეთის ,,პრეზიტენდისადმი“ რუსეთის ეკლესიის მეთაურის მილოცვა, მაგრამ, ვინაიდან მათი მხრიდან არ მოხდა ამ ფაქტის უარყოფა, ვაფიქსირებთ ჩვენს პოზიციას:

აფხაზეთის მიწა-წყალი რომ ძირძველი ქართული ტერიტორიაა და იგი მხოლოდ საქართველოს საზღვრების ერთიანობაში უნდა იქნას აღქმული, ამას არც რუსეთის ეკლესია უარყოფს და აღნიშნულ სივრცეში საქართველოს ეკლესიის იურისდიქციას აღიარებს. ამ ფონზე მისი უწმინდესობის, კირილეს, ქმედება ჩვენთვის გაუგებარია და აღიქმება სეპარატიზმის წახალისებად, რაც ქართველებსა და აფხაზებს შორის მშვიდობიანი ურთიერთობისაკენ სწრაფვის შემაფერხებელია.

გამოვთქვამთ იმედს, რუსეთის ეკლესია პატივისცემით მოეპყრობა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის საკითხს და, გამომდინარე ქრისტიანული სწავლებიდან, ხელს შეუწყობს საქართველოსა და რუსეთს, ქართველებსა და აფხაზებს, ქართველებსა და ოსებს შორის ურთიერთობების ნორმალიზებას”, – ნათქვამია საქართველოს საპატრიარქოს პრესსამსახურის განცხადებაში.

კირილმა ხაჯიმბას არჩევნებში გამარჯვება მიულოცა

მასალების გადაბეჭდვის წესი