რუსეთის პატრიარქმა კირილმა რაულ ხაჯიმბას აფხაზეთის დე ფაქტო საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება მიულოცა. ამის შესახებ ნათქვამია აფხაზეთის “პრეზიდენტის” ვებგვერდზე გამოქევყნებულ განცხადებასა და წერილში.
“ძვირფასო რაულ ჯუმკოვიჩ, მიიღეთ გულითადი მილოცვა აფხაზეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის თანამდებობაზე ხელახალ არჩევასთან დაკავშირებით”, – ვკითხულობთ კირილის წერილში, რომელიც “პრეზიდენტის” ვებგვერდმა გამოაქვეყნა.
კირილი იმედოვნებს, რომ ხაჯიმბა საზოგადოებაში ქრისტიანული, სულიერ-ზნეობრივი და პატრიოტული ღირებულებების განმტკიცების მიმართულებით მუშაობას გააგრძელებს. კირილი აფხაზ ხალხს კეთილდღეობასა და მშვიდობას უსურვებს.