თბილისში, პარლამენტის წინ, მოძრაობა “სირცხვილია” 20 ივნისის მოვლენებიდან 3 თვისთავზე კვლავ მართავს საპროტესტო აქციას.
“ერთად ერთის წინააღმდეგ” -ესაა #სირცხვილიას ამ აქციის მთავარი მესიჯი. აქციაზე სიტყვით გამომსვლელები აცხადებენ, რომ თუ აქამდე მათი სამიზნე იყვნენ მონები, დღეიდან მათი სამიზნეა ბიძინა ივანიშვილი.
დღევანდელ აქციაზე “სირცხვილიას” აქციების საორგანიზაციო ჯგუფი ერთწლიან სამოქმედო გეგმას წარადგენს, რომელიც, მათივე თქმით, “სამოქალაქო საზოგადოებისა და პროდასავლური პოლიტიკური ძალების კოორდინირებული და კონსოლიდირებული მოქმედების შესაძლებლობებს მოიცავს.”
აქციის ორგანიზატორები ამბობენ, რომ არ დაღლილან და ხმამაღლა იტყვიან:
[checklist]
- რომ არ გვინდა კოლაბორაციონისტი მთავრობა!
- რომ არ გვინდა ერთი ადამიანის მორჩილება!
- რომ არ გვინდა დამნაშავე მინისტრი პრემიერ-მინისტრად!
- რომ არ გვინდა ფული ვუხადოთ პარლამენტარებს, რომლებიც ხალხს არ უსმენენ!
- რომ არ გვინდა შევეგოთ ოკუპაციას!
- რომ არ გვინდა მოძალადე სისტემა!
- და კიდევ ერთხელ ვიტყვით:
- რომ გვინდა დასავლური ღირებულებები, ევროატლანტიკური ინტეგრაცია და უარს ვამბობთ რუსულ გავლენაზე!
- რომ გვინდა კანონის უზენაესობა და სამართლიანი სასამართლო სისტემა!
- რომ გვინდა ხალხის წინაშე ანგარიშვალდებული მთავრობა!
- რომ გვინდა, დასრულდეს ბიძინა ივანიშვილის არაფორმალური მმართველობა!
- და ჩვენ გვაქვს ჩვენი გენგეგმა!
[/checklist]