ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ევრაზიული კავშირის წევრობის მომხრეთა რაოდენობა სომხეთში შემცირდა –  APR Group

20 სექტემბერი, 2019 •
ევრაზიული კავშირის წევრობის მომხრეთა რაოდენობა სომხეთში შემცირდა –  APR Group

სომხეთში კვლევითმა კომპანიამ, APR Group -მა ჩაატარა გამოკითხვა, სადაც მოქალაქეებს სომხეთის საგარეო ინტეგრციული გაერთიანებების წევრობასთან დაკავშირებით ჰკითხეს. კვლევა ჰელსინკის სამოქალაქო ასამბლეის ვანაძორის ოფისის დაკვეთით ჩატარდა. გამოიკითხა 1200 ადამიანი.

კვლევის შედეგებით, ევრაზიული ეკონომიკური კავშირის წევრობის მომხრეთა რაოდენობა სტაბილურად იკლებს, მაშინ როდესაც ევროკავშირში გაწევრიანების მსურველების რაოდენობა იზრდება. ამავე დროს, იზრდება რაოდენობა იმ მოქალაქეებისა, რომლებიც ორივე მიმართულებით ინტეგრაციის მომხრე არიან.

სომხეთი ევრაზიული ეკონომიკური კავშირის წევრი 2015 წელს გახდა.

აღნიშნულ გრაფიკულ სურათზე ლურჯი ხაზით აღნიშნულია ევროკავშირის წევრობის მომხრეთა მაჩვენებელი, წითლით – ევრაზიულ კავშირში ინტეგრაციის მსურველთა მაჩვენებელი. მწვანე ფერით კი ორივე გაერთიანების წევრობის მომხრეთა რაოდენობაა აღნიშნული. 

მასალების გადაბეჭდვის წესი