ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ჩვენზე თავდასხმა, რუსეთზე თავდასხმაა – ბიბილოვი თბილისს აფრთხილებს

20 სექტემბერი, 2019 • 1613
ჩვენზე თავდასხმა, რუსეთზე თავდასხმაა – ბიბილოვი თბილისს აფრთხილებს

“შემთხვევითი არ არის, რომ თბილისი უარს ამბობს ძალის გამოუყენებლობაზე შეთანხმების ხელმოწერისგან”, – აცხადებს სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ლიდერი ანატოლი ბიბილოვი ცხინვალში სამხედრო აღლუმზე გამოსვლის დროს.

დე ფაქტო რესპუბლიკა, რომელიც რუსეთმა 2008 წლის აგვისტოს შემდეგ დამოუკიდებელ სახელმწიფოდ აღიარა, “რესპუბლიკის დაფუძნების” 29-ე წლისთავს აღნიშნავს.

“სახელმწიფოთაშორისი შეთანხმებებისა და ხელშეკრულებებით, სამხრეთ ოსეთის წინააღმდეგ სამხედრო აგრესია იქნება რუსეთზე თავდასხმის ტოლფასი. ჩვენი მტრები  სამხრეთ ოსეთის მიწაზე ასე მარტივად ვერ ისეირნებენ, დღეს საკმაოდ დიდი შესაძლებლობები გვაქვს, ღირსეული პასუხი გავცეთ პოტენციულ აგრესორს”, – ამბობს ბიბილოვი.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი