ახალი ამბები

გახარიას გაცილებით მეტი საზრუნავი აქვს, ვიდრე რომელიმე გამოძიებაში ჩარევის სურვილი შეიძლება იყოს – წულუკიანი

20 სექტემბერი, 2019 • 1077
გახარიას გაცილებით მეტი საზრუნავი აქვს, ვიდრე რომელიმე გამოძიებაში ჩარევის სურვილი შეიძლება იყოს – წულუკიანი

იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი არ ფიქრობს, რომ გიორგი გახარიას პრემიერ-მინისტრობას ნეგატიური გავლენის მოხდენა შეუძლია. 20 ივნისის საქმეზე სამართალდამცველების მხრიდან ჩადენილი შესაძლო დანაშაულების გამოძიებაზე, რომელსაც პროკურატურა აწარმოებს.

წულუკიანის თქმით, გახარიას შს მინისტრობის დროს შესწრებია არასაჯარო საუბრებს, სადაც ჩანდა, რომ გახარიას არ ამოძრავებს არავითარი სურვილი, უკანონოდ  ხელი დააფაროს პოლიციელებს.

“როდესაც გიორგი გახარია იყო მინისტრი მე შევსწრებივარ არასაჯარო საუბრებს და ასევე მომისმენია მისი საჯარო გამოსვლებისთვის. არავითარი წუხილი ჯერ კიდევ მაშინ იმასთან დაკავშირებით, რომ ის, როგორც მინისტრი, რომელიმე მის თანამშრომელს უკანონოდ ხელს დააფარებდა, ამის ეჭვის საფუძველი მე პირდად არ გამჩენია, პირიქით, ის ყოველთვის იყო მომხრე, რომ ჭეშმარიტება დადგენილიყო როგორც ერთ მხარეს, ისე მეორე მხარეს და, მით უმეტეს, პრემიერობის პერიოდში გაცილებით მეტი და მრავალმხრივი საზრუნავი აქვს, ვიდრე რომელიმე გამოძიებაში ჩარევის სურვილი შეიძლება იყოს. მით უმეტეს, რომ ამ სურვილის საფუძველი აქამდე არ ყოფილა”, – განაცხადა წულუკიანმა.

20 ივნისის საქმეზე სამართალდამცველების მხრიდან უფლებამოისლების შესაძლო გადამეტებაზე გამოძიება პროკურატურაში მიმდინარეობს, ხოლო მომიტინგეების საქმეებზე- შსს-ში.

მასალების გადაბეჭდვის წესი