ახალი ამბები

აქციაზე „პროვოკაციების პრევენციის“ საბაბით 20 სექტემბერს პარლამენტში შესვლას ზღუდავენ

19 სექტემბერი, 2019 •
აქციაზე „პროვოკაციების პრევენციის“ საბაბით 20 სექტემბერს პარლამენტში შესვლას ზღუდავენ

საქართველოს პარლამენტის ვებგვერდის თანახმად, 20 სექტემბერს პარლამენტის წინ დაანონსებული აქციის გამო „პარლამენტის შენობაში დაშვების შეზღუდული რეჟიმი“ იმოქმედებს.

ამ გადაწყვეტილების მიზნად პარლამენტი ასახელებს „ შესაძლო პროვოკაციების პრევენციას და საქართველოს პარლამენტის წევრებისა და აპარატის თანამშრომლებისთვის სამუშაო პირობების უზრუნველყოფას“.

20 ივნისის მოვლენებიდან სამი თვისთავზე, 20 სექტემბერს, 19:00 საათზე „სირცხვილიას“ დასკვნითი, მასშტაბური საპროტესტო აქციაა დაგეგმილი. სამოქალაქო მოძრაობა ამ დღეს სამომავლო გეგმების პრეზენტაციას გეგმავს.

ნახეთ ასევე:

აქტივობა საარჩევნო უბნებზე 2020-ისთვის და “სირცხვილიას” ორგანიზატორების სხვა გეგმები

მასალების გადაბეჭდვის წესი