ახალი ამბები

მოსავალი დროულად უნდა დაბინავდეს – გიორგი გახარია რთველზე

19 სექტემბერი, 2019 • 1738
მოსავალი დროულად უნდა დაბინავდეს – გიორგი გახარია რთველზე

მთავრობის დღევანდელ სხდომაზე კახეთში რთველის მიმდინარეობის პროცესი განიხილეს. პრემიერ-მინისტრის განცხადებით, მიუხედავად გამოწვევებისა, მოსავალი დროულად უნდა დაბინავდეს.

„ჩვენთვის კარგად ცნობილია ის გამოწვევები, რომელიც კახეთში არსებობს. უკვე გვქონდა ერთი სამუშაო შეხვედრა შტაბის წარმომადგენლებთან, თუმცა, მიუხედავად ყველაფრისა, მოსავალი უნდა იყოს დროულად დაბინავებული და ბატონმა ლევან დავითაშვილმა ეს ძალიან კარგად იცის“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი