ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

სომხეთის ექსპრეზიდენტი პატიმრობაში რჩება

18 სექტემბერი, 2019 • 862
სომხეთის ექსპრეზიდენტი პატიმრობაში რჩება

ერევნის სასამართლომ არ დააკმაყოფილა სომხეთის მეორე პრეზიდენტის, რობერტ ქოჩარიანის ადვოკატების შუამდგლომლობა პატიმრობის გაუქმებაზე.

სომხეთის ყოფილი პრეზიდენტის, რობერტ ქოჩარიანის მიმართ 2008 წლის პირველი მარტის მიტინგის დარბევის საკითხზე სისხლის სამართლის საქმე ნიკოლ ფაშინიანის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ დაიწყო. ქოჩარიანი კონსტიტუციური წყობის დამხობაში და დიდი ოდენობით ქრთამის აღებაში არის ბრალდებული.

ქოჩარიანისა და კიდევ სამი მაღალჩინოსნის სასამართლო პროცესები 12 სექტემბერს განახლდა.

ქოჩარიანის გარდა, სახელმწიფო წყობის დამხობის მუხლით ბრალდება ყოფილ ვიცეპრემიერ არმენ გევორგიანს, ასევე, ოდკბ-ს ყოფილ გენერალურ მდივანს, იური ხაჩატუროვსა და თავდაცვის ყოფილ მინისტრს, სეირან ოგანიანს წაუყენეს. ამჯამად წინასწარ პატიმრობაში მხოლოდ რობერტ ქოჩარიანი იმყოფება. მისი მხარდამჭერები სასამართლო სხდომების პარალელურად აქციებს მართავენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი