ახალი ამბებირეკლამა

თბილისში, კოტე აფხაზის #20-ში ბილაინის ახალი მაღაზია გაიხსნა

18 სექტემბერი, 2019 • 1815
თბილისში, კოტე აფხაზის #20-ში ბილაინის ახალი მაღაზია გაიხსნა

საერთაშორისო ჯგუფ „ვიონი“-ს წევრმა, ბილაინმა თბილისში, კოტე აფხაზის #20-ში, თანამედროვე ციფრული ტექნიკით აღჭურვილი ახალი მაღაზია გახსნა. მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს ერთ სივრცეში მიიღოს ბილაინის  ყველა მომსახურება და შეიძინოს სხვადასხვა პროდუქტი და მოწყობილობა.

მაღაზიაში აბონენტებს შეუძლიათ: ინფორმაციის მიღება მომსახურებასთან დაკავშირებულ ნებისმიერ საკითხზე, სასურველი პაკეტების გააქტიურება, სიმ ბარათებისა და სმარტფონების შეძენა. ბილაინი მსოფლიოში ცნობილი ისეთი ბრენდების ოფიციალური პარტნიორია, როგორებიცაა: Apple, Huawei, Alcatel, Meizu, Xiaomi და მათ პროდუქტებს საუკეთესო პირობებით სთავაზობს მომხმარებელს. ბილაინს  მომხმარებლისთვის ხშირად აქვს სპეციალური შეთავაზებაც. 2019 წლის 10 ოქტომბრის ჩათვლით, მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს შეიძინოს Nokia -ს სმარტფონები და საჩუქრად მიიღოს მობილური ინტერნეტი ყოველთვე, სამი თვის განმავლობაში.

შეკითხვებით მოგვმართეთ:

media@beeline.ge


შპს „ვიონი საქართველოს“ შესახებ

შპს „ვიონი საქართველო“ (ბრენდი ბილაინი) შედის კავშირგაბმულობისა და ინტერნეტით მომსახურების პროვაიდერ წამყვან საერთაშორისო  ჯგუფში „ვიონი“ (VEON) რომლის სათავო ოფისი ამსტერდამში მდებარეობს. VEON-ის აქციები განთავსებულია NASDAQ-ისა (აშშ) და Euronext Amsterdam-ის ბირჟებზე. VEON-ი მის 210 მილიონ მომხმარებელზე მეტს, მსოფლიოს 10 სხვადასხვა ქვეყანაში, აწვდის ხმოვან, ფიქსირებულ, დატა და ინტერნეტის მომსახურებას. ბილაინი საქართველო ფუნქციონირებს 2007 წლიდან და სადღეისოდ მის 1.3 მილიონამდე მომხმარებელს უზრუნველყოფს 2G GSM 900/1800MHz, 3G 2100 MHz და 4G/LTE 800 MHz მომსახურებით. მეტი ინფორმაციისთვის ეწვიეთ: www.beeline.ge; ინფორმაციისთვის „ვიონი“ ჯგუფის შესახებ, ეწვიეთ: www.veon.com

მასალების გადაბეჭდვის წესი