საქართველოს მთავრობამ სემეკის თავმჯდომარეობის თანამდებობაზე პარლამენტს განსახილველად დავით ნარმანიას კანდიდატურა წარუდგინა. ინფორმაცია ნეტგაზეთს საქართველოს პარლამენტში დაუდასტურეს.
დავით ნარმანია მარეგულირებელი კომისიის წევრად 2017 წელს აირჩიეს. მანამდე ის თბილისის მერის, ასევე, ინფრასტრუქტურის მინისტრის თანამდებობას იკავებდა.
სემეკის თავმჯდომარე 2013-2019 წლებში ირინა მილორავა იყო.








