დიმიტრი ქუსიშვილს ამ დრომდე ეკონომიკის მინისტრის პირველი მოადგილის თანამდებობა ეჭირა და სსიპ “სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს” ხელმძღვანელობდა. იგი აღნიშნულ თანამდებობაზე 2012 წლის 30 ოქტომრიდან დაინიშნა. რაც შეეხება ირაკლი ლექვინაძეს, იგი ეკონომისტია და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექტორი.
“
ალექსანდრე მარგიშვილმა მარტის დასაწყისიდან თბილისის ვიცე-მერის პოსტი დატოვა. მარგიშვილმა მერიის ახალი უწყება, მეწარმეობის ხელშეწყობის ცენტრი ჩაიბარა, რომელიც 9 მარტს დაფუძნდა.
ალექსანდრე მარგიშვილის მიერ ვიცე-მერის პოსტის დატოვებას წინ უძღოდა მერიის ზედამხედველობის სამსახურის დეპარტამენტის უფროსის, ჯოკია ბოდოკიას დაკავება 11 თებერვალს. შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბოდოკია განსაკუთრებით დიდი ოდენობის ქრთამის აღების ბრალდებით დააკავა.
ალექსანდრე მარგიშვილის მიერ თანამდებობიდან წასვლის შესახებ ინფორმაცია მედიაში 2014 წლის დკემბერშიც გავრცელდა. მარგიშვილის გადადგომას პროკურატურის მიერ “თბილისობის” დღესასწაულზე ტენდერების გამოცხადების გარეშე განხორციელებული შესყიდვებით დაინტერესებას უკავშირებდნენ. თბილისის მერმა დავით ნარმანიამ მაშინ განაცხადა, რომ “მარგიშვილი არსად წასვლას არ აპირებს და არც მე ვაპირებ, რომ შეველიო მას. ის არის ძალიან გამოცდილი კადრი, ძალიან სანდო და ერთგული ადამიანი”.
რაც შეეხება ალუდა გოგლიჩიძეს, რომლის მიერ დაკავებულ პოსტზე ნარმანიამ ირაკლი ლექვინაძე დაასახელა, თბილისის მერის მოადგილედ დანიშვნამდე განათლების მინისტრის მოადგილედ მუშაობდა. იგი ამიერიდან თბილისის ახალგაზრდულ ცენტრს უხელმძღვანელებს.