ახალი ამბები

48%-ს ჰქონია შემთხვევა, როცა კომუნალურის გადასახდელი ფული არ გააჩნდა – NDI

17 სექტემბერი, 2019 • 928
48%-ს ჰქონია შემთხვევა, როცა კომუნალურის გადასახდელი ფული არ გააჩნდა – NDI

ეროვნულ- დემოკრატიული ინსტიტუტისა (NDI) და CRRC-საქართველოს მიერ 17 სექტემბერს გამოქვეყნებული კვლევით, გამოკითხულთა 48% ამბობს, რომ ბოლო 6 თვის მანძილზე იყო შემთხვევა, როდესაც მათ არ ჰქონდათ კომუნალური გადასახადების გადასახდელი ფული.

ავტორების განცხადებით, კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 13-29 ივლისის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის გამოკლებით), 2,131 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე. ცდომილების ზღვარი 1.7%-ია.

მასალების გადაბეჭდვის წესი