ახალი ამბები

ადგილზე, სადაც მუშა დაიღუპა, სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია აწარმოებდა – ილიაუნი

15 სექტემბერი, 2019 • 2100
ადგილზე, სადაც მუშა დაიღუპა, სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია აწარმოებდა – ილიაუნი

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ქეთევან ლაკირბაიას თქმით, მუშის გარდაცვალების ადგილას სამშენებლო სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია “ენ ეს გრუპი“ აწარმოებდა.

ნეტგაზეთთან საუბარში, ქეთევან ლაკირბაია ამბობს, რომ კომპანიასთან 60-დღიანი ხელშეკრულება აგვისტოში გააფორმეს. მისივე განმარტებით, სხვა დეტალებზე უნივერსიტეტი უახლოეს მომავალში ისაუბრებს.

“ეს იყო ორი კორპუსის მიმდებარე ეზოს საკანალიზაციო სისტემის გამოცვლა და ეზოს საფარის რეაბილიტაცია/მოწყობა. ეს კომპანია ტენდერში გამოცხადებულ ყველა მოთხოვნას აკმაყოფილებდა.

რაც შეეხება კომპანიასთან კონტრაქტის გაწყვეტის საკითხს, უპირველეს ყოვლისა, უნდა ჩავხედოთ ხელშეკრულებას, ორ მხარეს შორის, ურთიერთობა რეგულირდება ხელშეკრულებით, შესაბამისად, ამ შემთხვევის შემდეგ, ჩვენი მხრიდან ნებისმიერი რეაგირება კანონის ფარგლებში იქნება მოქცეული. ჩვენი იურისტები კიდევ ერთხელ შეხედავენ დოკუმენტებს და ამის მიხედვით ვიმოქმედებთ“ – ამბობს ქეთევან ლაკირბაია.

დღეს 15 სექტემბერს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ეზოში მიმდინარე მშენებლობისას მუშა მიწის ქვეშ მოყვა და გარდაიცვალა. გამოძახებაზე მისულ მაშველებს მუშა, რომელიც მიწისქვეშა სამუშაოებს ასრულდება, უკვე გარდაცვლილი დახვდათ.

ვრცლად:

ჭავჭავაძეზე მშენებლობაზე მიწა ჩაიშალა, ქვეშ მოყოლილი მუშა დაიღუპა

გარეკანი ფოტო: მთავარი არხი

მასალების გადაბეჭდვის წესი