ახალი ამბები

აგვისტოში რუსეთიდან ვიზიტორების რაოდენობა 6%-ით შემცირდა

13 სექტემბერი, 2019 • 1705
აგვისტოში რუსეთიდან ვიზიტორების რაოდენობა 6%-ით შემცირდა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, აგვისტოში რუსეთიდან ვიზიტორების რაოდენობა 6%-ით შემცირდა. ჯამში, მიმდინარე წლის აგვისტოში რუსეთიდან 252 873 ვიზიტორი შემოვიდა.

23%-ით გაიზარდა ვიზიტორების რაოდენობა ევროკავშირის ქვეყნებიდან, რაც რიცხობრივად 79 044-ია. აგვისტოში ყველაზე მეტი, 287 378 ვიზიტორი აზერბაიჯანიდან შემოვიდა. ვიზიტორების რაოდენობა გაზრდილია სომხეთიდან (4%-ით); თურქეთიდან (9%-ით), უკრაინიდან და ისრაელიდან 21%-ით.

წყარო: შსს

მასალების გადაბეჭდვის წესი