“ჩვენ გვაქვს კონკრეტული გეგმა, იგივე ძალადობის აღმოფხვრის კუთხით. გვყავს უკვე პოლიციელი ქალები ჩვენს რიგებში, რომლებიც არიან განსაკუთრებით კარგად მომზადებული ძალადობის შემთხვევებზე რეაგირებისთვის. გაცილებით კარგი შედეგები გვქონდა 2014 წელს ამ მიმართულებით. თითქმის გავაოთხმაგეთ ორდერების გამოცემა, თითქმის გავასამმაგეთ დევნის მაჩვენებლი მოძალადეთა მიმართ”, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
აღნიშნული განცხადება არჩილ თალაკვაძემ დღეს, “ნიდერლანდების ინსტიტუტი მრავალპარტიული დემოკრატიისთვის” მიერ გამართული შეხვედრის მიმდინარეობის დროს განაცხადა.
პროკურატურის ინფორმაციით, 2014 წელს 11 თვის განმავლობაში საქართველოში ოჯახში ძალადობის ნიადაგზე 19 მკვლელობაა ჩადენილი.