ახალი ამბები

ბარაკ ობამა: იყო გოგონების მამა, ეს პატივია

8 მარტი, 2015 • 2669
ბარაკ ობამა: იყო გოგონების მამა, ეს პატივია

“კვირას ქალთა საერთაშორისო დღეა, რომელიც შესანიშნავ ქალებს და გოგონებს ეძღვნებათ მთელ მსოფლიოში. სწორედ ამიტომ მიშელმა და მე წამოვიწყეთ ახალი ინიციატივა, ავირჩიეთ თემა, რომელზეც გული შეგვტკივა – გოგონათა განათლების საკითხი.

ინიციატივას ეწოდება “Let Girls Learn”, მისი მიზანია, უფრო მეტმა გოგონამ მოახერხოს სკოლაში წასვლას და განათლების მიღება. ამ დროისათვის 62 მილიონზე მეტი გოგონა  სკოლაში უნდა დადიოდეს, მაგრამ ეს ასე არაა. ეს არ არის შემთხვევით. ეს პირდაპირი შედეგია იმ მცირე თუ დიდი ბარიერებისა, რომლებსაც ის გოგონები აწყდებიან, ვისაც სწავლა სურთ.

შესაძლებელია მათ ოჯახებს არ შეუძლიათ სკოლის საფასურის გადახდა. შესაძლებელი ამის მიზეზი ისიცაა, რომ ზოგიერთი კაცი მზადაა ავნოს, მოიტაცოს ან მოკლას გოგონა, მაგრამ სწავლის უფლება არ მისცეს. შესაძლოა მიზეზი ისიცააა, რომ გოგონებისგან ელიან, რომ ადრე დაქორწინდებიან და დედები თინეიჯერობის ასაკში გახდებიან. სამყაროს ძალიან ბევრ ნაწილში გოგონები ჯერ კიდევ ფასობენ მათი სხეულით და არა მათი გონებით. ჩვენ ყველამ ბევრი უნდა ვიშრომოთ ამის შესაჩერებლად.

ეს იდეა დგას ჩვენი ინიატივის უკან. ჩვენ ნათლად ვაცხადებთ ჩვენი პარტნიორი ქვეყნების მისამართით და იმ ქვეყნების მისამართითაც, ვისაც ჩვენი პარტნიორობა სურს, რომ  სერიოზულად უნდა მივუდგეთ სკოლაში გოგონების რაოდენობის ზრდის საკითხს. ჩვენი დიპლომატები და ექსპერტები უკვე მუშაობენ ამაზე. მშვიდობის კორპუსის წარმომადგენლები და მოხალისეები ასევე მნიშვნელოვან როლს შეასრულებენ.
ჩვენ ვითანამშრომლებთ არასამთავრობო ორგანიზაციებთან, ბიზნესის და ფონდების წარმომადგენლებთან.

მე ვსაუბრობ ამ საკითხზე, როგორ მსოფლიოს უდიდესი ეკონომიკის ლიდერი და ყველაზე ძლიერი სამხედრო ძალის მთავარსარდალი, და დარწმუნებული ვარ, რომ ის მსოფლიო, სადაც ქალები განათლებას იღებენ, გაცილებით უსაფრთხო, სტაბილური და წარმატებული ადგილია. როდესაც გოგონებს აქვთ განათლება, მათი მომავალი შვილები არიან უფრო ჯანმრთელი და გამოკვებილი. მათი ხელფასები გაიზრდება, რაც მათი ოჯახის უსაფრთხოებასაც გაზრდის. ადგილები, სადაც ქალებს და გოგონებს ჭეშმარიტად თანასწორად ექცევიან, უფრო სტაბილური და დემოკრატიულია.

მაგრამ მე ასევე ვსაუბრობ ამ საკითხზე როგორც ორი მშვენიერი ახალგაზრდა ქალის მამა. და ვიცი, რომ მალიას და საშას მსგავსი  უამრავი გოგონაა – გოგონები, რომლებიც არიან მხიარულები, ცნობისმოყვარენი, ძლიერები. მათ ბევრი რამის შეთავაზება შეუძლიათ მსოფლიოსთვის.

იყო გოგონების მშობელი, ეს პატივია. ჩვენ გვსურს დავრწმუნდეთ, რომ არც ერთი გოგონა არ კარგავს შანსს ისწავლოს, რომ არც ერთ გოგონას  არ ართმევენ საშუალებას, მისი უნიკალური წვლილი შემატოს მსოფლიოს. თითოეული გოგონა იმსახურებს ჩვენს პატივისცემას და თითოეული გოგონა იმსახურებს განათლებას”- განაცხადა ობამამ.

პრეზიდენტი ბარაკ ობამა პირველ ლედისთან მიშელ ობამასთან და უფროს შვილთან ერთად ტოვებს თეთრ სახლს. ისინი საზაფხულო არდადეგებს მასაჩუსეტში გაატარებენ. პრეზიდენტის არდადეგები 23 აგვისტომდე გრძელდება © EPA, 09.08.2014

პრეზიდენტი ბარაკ ობამა პირველ ლედისთან მიშელ ობამასთან და უფროს შვილთან ერთად ტოვებს თეთრ სახლს. ისინი საზაფხულო არდადეგებს მასაჩუსეტში გაატარებენ. პრეზიდენტის არდადეგები 23 აგვისტომდე გრძელდება © EPA, 09.08.2014

მასალების გადაბეჭდვის წესი