ახალი ამბები

გიორგი აბაშიშვილი : მთავრობამ სავალუტო სტაბილიზაციის გეგმა არ წარმოადგინა

6 მარტი, 2015 •
გიორგი აბაშიშვილი : მთავრობამ სავალუტო სტაბილიზაციის გეგმა არ წარმოადგინა

გიორგი აბაშიშვილმა ქვეყანაში შექმნილ ეკონომიკურ მდგომარეობასთან დაკავშირებით საგანგებო განცხადება გააკეთა:

 

 

“გასულ კვირას საქართველოს პრეზიდენტი შეხვდა საქართველოს მთავრობის ეკონომიკური გუნდის წარმომადგენლებს ვიცე- პრემიერს და ფინანსთა მინისტრს. აღნიშნულ შეხვედრაზე, მიუხედავად ჩვენი მოწვევისა, გაურკვეველ მიზეზთა გამო, სამწუხაროდ, არ იმყოფებოდა საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი. შეხვედრისას საქართველოს მთავრობის ეკონომიკური გუნდის წევრები პრეზიდენტს და საზოგადოებას დაპირდნენ, რომ 5 მარტისთვის წარმოადგენდნენ სავალუტო სტაბილიზაციის კონკრეტულ გეგმას, რომელიც შემუშავებული იქნებოდა საერთაშორისო სავალუტო ფონდთან და ეროვნულ ბანკთან თანამშრომლობით. სამწუხაროდ, ამ დრომდე მსგავსი გეგმა წარმოდგენილი არ არის. შესაბამისად, ჩვენ გვინდა შევახსენოთ პროცესში მონაწილე ყველა პირს საზოგადოების წინაშე მათი პოლიტიკური პასუხისმგებლობა და სავალუტო სტაბილიზაციის გეგმის წარმოდგენის ვალდებულება”.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი