ახალი ამბები

არავისთან არ ვითანამშრომლებთ, დამოუკიდებლად მივდივართ 2020-ში არჩევნებზე — ხაზარაძე

12 სექტემბერი, 2019 • 1526
არავისთან არ ვითანამშრომლებთ, დამოუკიდებლად მივდივართ 2020-ში არჩევნებზე — ხაზარაძე

მამუკა ხაზარაძე აცხადებს, რომ არცერთ პოლიტიკურ პარტიასთან არ აპირებს თანამშრომლობას და მისი პოლიტიკური პარტია 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე დამოუკიდებლად გავა.

„არავისთან არ ვითანამშრომლებთ ამ ეტაპზე… როდესაც მოვხვდებით პარლამენტში, იქ იმ გადაწყვეტილებას მივიღებთ, რაც სახელმწიფოებრიობისთვის იქნება მნიშვნელოვანი“, — აცხადებს ხაზარაძე.

„ჩვენ ვქმნით ძალას, რომელიც ორიენტირებული იქნება 2020-ში არჩევნების მოგებაზე. იმიტომ, რომ პარტიაში გაერთიანებულები იქნებიან ადამიანები, რომლებსაც კონკრეტული შედეგი აქვთ დადებული სხვადასხვა სფეროსა და ინდუსტრიებში“, — განაცხადა ხაზარაძემ 12 სექტემბერს ანაკლიაში პოლიტიკური მოძრაობის პრეზენტაციისას.

მისი თქმით, პარტია, მართალია, „ყველასთან“ ისაუბრებს, თუმცა ისინი დამოუკიდებლად გავლენ არჩევნებზე, თანაც „ცნობილი პოლიტიკოსების გარეშე… ყოველგვარი ნაცნობი სახეეების გარეშე“.

ხაზარაძემ 12 სექტემბერს გამოაცხადა, რომ მის საზოგადოებრივ მოძრაობას „ლელო“ ჰქვია. “ეს არის ძველი ქართული სახელი. ინსპირაცია მოგვცა გალაკტიონმა. თოთოეულმა ჩვენგანმა უნდა დადოს თავისი ლელო. დამთავრადა ქვეყანაში ერთი კაცის იმედად პროცესის ჩამოკიდება”, – ასე ახსნა მან, როგორ შეარჩიეს მოძრაობის სახელწოდება.

მამუკა ხაზარაძემ მოძრაობა, რომელიც 2020 წლის არჩევნებში აპირებს მონაწილეობას, დღეს დააფუძნა. ხაზარაძის თქმით, მათი მიზანი არჩევნებში გამარჯვებაა. ხაზარაძის მოძრაობაში იქნებიან იურისტები- ანა ნაცვლიშვილი და კახა კოჟორიძე.

მასალების გადაბეჭდვის წესი