ახალი ამბები

საქართველოს საზღვრიდან 5 კილომეტრში მიწისძვრა მოხდა

10 სექტემბერი, 2019 • 1284
საქართველოს საზღვრიდან 5 კილომეტრში მიწისძვრა მოხდა

საქართველოს საზღვრიდან 5 კილომეტრში, სომხეთის ტერიტორიაზე მიწისძვრა მოხდა.

დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, მიწისძვრის პირველი ბიძგის სიმძლავრე 5.2 მაგნიტუდა იყო და ის თბილისის დროით 20:22 საათზე მოხდა. რაც შეეხება განმეორებით ბიძგს, მისმა სიმძლავრემ 4.2 მაგნიტუდა შეადგინა და ის თბილისის დროით 22:24 საათზე დააფიქსირეს.

მიწისძვრის მიერ გამოწვეული ბიძგები თბილისშიც იგრძნობოდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი