ახალი ამბები

თბილისში, კანდელაკის ქუჩაზე ტანსაცმლის მაღაზია გაქურდეს

4 მარტი, 2015 • • 2490
თბილისში, კანდელაკის ქუჩაზე ტანსაცმლის მაღაზია გაქურდეს

“რუსთავი 2”-ის ინფორმაციით, თბილისში, კანდელაკის ქუჩის 10 ნომერში ტანსაცმლისა და კომპიუტერული ტექნიკის ორი მაღაზია გაქურდეს.

 

“გატეხილია ფრანული ბუწიკი, რომლიდანაც გატანილია ძალიან დიდი რაოდენობით ძვირფასი ტანსაცმელი. ამ ღამით მოხდა ქურდობა. ზარალი არ დაგვითვლია ჯერ, არ გაგვიკეთებია აღწერა”, – განუცხადა მაღაზიის მფლობელმა რუსთავი 2-ს.

 

მისი თქმით, ქურდობა სავარაუდოდ ამ ღამით მოხდა და ტანსაცმლის ნახევარი არის გატანილი. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მიმდინარეობს გამოძიება და დამატებით დეტალებს მოგვიანებით გაავრცელებს.

ქურდობა
ქურდობა

მასალების გადაბეჭდვის წესი