აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტი კვლავ რაულ ხაჯიმბა იქნება. ასეთია დე ფაქტო საპრეზიდენო არჩევნების მეორე ტურის წინასწარი შედეგები.
დე ფაქტო ცენტრალური კომისიის ცნობით, რაულ ხაჯიმბამ მიიღო ხმების 47,38%, მისმა ოპონენტმა ალხას კვიცინიამ კი, რომელიც შედეგების გასაჩივრებას აპირებს – 46,19%.
“ეს ჩვენი ხალხის გამარჯვებაა. ბევრი სამუშაო გვაქვს წინ. მნიშვნელოვანია ისეთი პირობების შექმნა, რომ ერთიანი ვიყოთ. ერთიანობის გარეშე სახელმწიფო არ შედგება. მნიშვნელოვანია, არა ვინმეზე გამარჯვება, მთავარია – ქვეყანა ვითარდებოდეს”, – ასე გამოეხმაურა თავად ხაჯიმბა არჩევნების წინასწარ შედეგებს.
პირველ ტურში, რომელიც 25 აგვისტოს გაიმართა, ხმათა მეოთხედის დაგროვებაც კი ვერ შეძლო ვერც ერთმა კანდიდატმა.
ქართული მხარე და საერთაშორისო საზოგადოება აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში, ისევე როგორც სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში, გამართულ არჩევნებს არალეგიტიმურად მიიჩნევს და მათ არც დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარებს.