ახალი ამბები

მე-2 კვარტალში ინვესტიციები 53.7%-ით შემცირდა – საქსტატი

9 სექტემბერი, 2019 • 860
მე-2 კვარტალში ინვესტიციები 53.7%-ით შემცირდა – საქსტატი

საქსტატის წინასწარი ინფორმაციით, 2019 წლის მე-2 კვარტალში პირდაპირი უცხოური ინვესტიციები 53.7%-ით შემცირდა.

მე-2 კვარტალში ქვეყანაში სულ 187 მლნ აშშ დოლარის მოცულობის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია შემოვიდა, ანუ 216.6 მლნ აშშ დოლარით ნაკლები 2018 წლის შესაბამის პერიოდზე.

საქსტატის თანახმად, შემცირების გამომწვევ ძირითად მიზეზებს შორის არის მაგისტრალური გაზსადენის მშენებლობის პროექტის დასრულება, არარეზიდენტი პირდაპირი ინვესტორის მიმართ დავალიანების დაფარვა და რეინვესტიციის მოცულობის შემცირება.

წყარო: საქსტატი

უმსხვილესი ინვესტორი ქვეყნები

  • ნიდერლანდი – 58.1  მლნ აშშ დოლარი
  • თურქეთი – 36 მლნ აშშ დოლარი
  • აშშ – 27.5 მლნ აშშ დოლარი
  • აზერბაიჯანი – 15.8 მლნ აშშ დოლარი
  • პანამა – 15.5 აშშ დოლარი

რაც შეეხება სექტორებს, პირდაპირი უცხოური ინვესტციების მოცულობით ლიდერობენ ენერგეტიკა,  დამამუშავებელი
მრეწველობა და სასტუმროები და რესტორნები.

პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა მიმდინარე წლის პირველ კვარტალშიც შემცირდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი