ახალი ამბები

“სერგი კაპანაძე არის ქართველი გავრილოვი” – გახარია

8 სექტემბერი, 2019 • 1432
“სერგი კაპანაძე არის ქართველი გავრილოვი” – გახარია

“მე მართლა ვერ ვხედავ რა განსხვავება იყო ამ პარლამენტის სავარძელში გავრილოვსა და სერგი კაპანაძეს შორის. სერგი კაპანაძე არის ჩვეულებრივი ქართველი გავრილოვი”, – ეს განცხადება პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ გააკეთა.

მისი თქმით, ევროპული საქართველოს ფრაქციებთან შეხვედრისას კაპანაძე, რომელიც სხდომას უძღვებოდა, კითხვებზე პასუხის გაცემის საშუალებას არ აძლევდა.

“ევროპულმა საქართველომ ხელში ჩაიგდო მიკროფონი და კითხვაზე პასუხის გაცემის უფლება არ მომცეს. თუ მოგვეწონება რასაც გვეტყვითო, მაშინ ჩაგირთავ მიკროფონსო და თუ არ მოგვეწონებაო, არ ჩაგირთავთო. მე მართლა ვერ ვხედავ რა განსხვავება იყო ამ პარლამენტის სავარძელში გავრილოვსა და სერგი კაპანაძეს შორის. სერგი კაპანაძე არის ჩვეულებრივი ქართველი გავრილოვი. განსხვავება იქ არ არის. აი ასე იჯდა მიკროფონთან და უყურებდა გიგა ბოკერია როდის მისცემდა ბრძანებას, რომ კნოპკისთვის დაეჭირა ხელი და გამოაერთო. ჩემთვის ეს მიუღებელია. ასეთ პოლიტიკურ კულტურას ჩვენ დავასრულებთ, პერსონალურად არავის ვერჩით. ამაში მოგვეხმარება ამომრჩეველი”, – განაცხადა გახარიამ.

მისი თქმით, ენმ-ს ფრაქციამ სხდომიდან “უბრალოდ მოკურცხლა”, თუმცა მისი თქმით, ევროპულმა საქართველომ უფრო საოცარი რამ გააკეთა, როდესაც მას კითხვებზე პასუხის გაცემის საშუალება შეუზღუდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი