ახალი ამბები

ილია II 2020 წლის ოჯახის ფასეულობათა წლად გამოცხადების ინიციატივით გამოდის

8 სექტემბერი, 2019 • 1110
ილია II 2020 წლის ოჯახის ფასეულობათა წლად გამოცხადების ინიციატივით გამოდის

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქი ილია II 2020 წლის ოჯახის ფასეულობათა წლად გამოცხადებაზე მსჯელობის ინიციატივით გამოდის. როგორც მან დღევანდელი ქადაგებისას განაცხადა, ასეთი რამ უნგრეთში გააკეთეს:

“მე მინდა ორიოდე სიტყვით გაგახსენოთ, რომ არის ფასეულობანი, რომელიც ჩვენ არ უნდა დავივიწყოთ. ეს არის ეროვნული ფასეულობა, ეს არის ოჯახის ფასეულობა.

თქვენ იცით ამ დღეებში ჩვენთან ჩამოსული იყო უნგრეთის პრეზიდენტი და მას აქვს გამოცხადებული 2020 წელი ოჯახის ფასეულობათა წლად. ჩვენც უნდა ვიფიქროთ ამის შესახებ.

მე არაერთხელ გაგახსენეთ თქვენ, რომ მშობლების დალოცვა არის ღვთის დალოცვა და მშობლების ლოცვა-კურთხევა არის ღვთის ლოცვა-კურთხევა. როცა ხვდებით თქვენს მშობლებს, უნდა სთხოვოთ ლოცვა-კურთხევა: დამლოცე, დედაო; დამლოცე, მამაო.

ბიბლიაში წერია: ,,პატივი ეცი მამასა შენსა და დედასა შენსა, რათა კეთილი გეყოს და დღეგრძელ იყო ქვეყანასა ზედა.”ამას შეგახსენებთ იმისათვის, რომ ბედნიერი იყოთ, გახარებული იყოთ”, – განაცხადა ილია მეორემ.

მასალების გადაბეჭდვის წესი