ახალი ამბები

შეიძლება დღეს ახალგაზრდები საყვირებით ხელში იდგნენ… ჩვენც ასეთები ვიყავით მათ ასაკში – გახარია

8 სექტემბერი, 2019 • 1037
შეიძლება დღეს ახალგაზრდები საყვირებით ხელში იდგნენ… ჩვენც ასეთები ვიყავით მათ ასაკში – გახარია

“ეს არის ალბათ ერთადერთი ძალა, რომლისგანაც ჩვენ გვაქვს პოზიტიური ვალდებულება, რომ ყველაფერი მოვითმინოთ და ჩვენ ამ ვალდებულებას თავს გავართმევთ”, – ეს განცხადება პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა გიორგი გახარიამ გააკეთა პარლამენტში ახალგაზრდებთან დაკავშირებით.

მისი თქმით, კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რომ ახალგაზრდების ჩართვა გადაწყვეტილების მიღების პროცესში იყოს მაღალი ხარისხის.

“ამაზე იქნება ყველაფერი დამყარებული. ძალიან კარგად უნდა გვესმოდეს: შეიძლება ჩვენი ქვეყნის ახალგაზრდები დღეს იდგნენ გარეთ საყვრით ხელში, მათ აღშფოთებას საზღვარი არ ჰქონდეს, ჩვენც ასეთები ვიყავით მათ ასაკში. ძალიან კარგად მახსოვს რამხელა აღშფოთებას იწვევდა ხშირ შემთხვევაში სწორედ ამ ტრიბუნიდან გამოთქმული მოსაზრებები სკოლის ასაკში, თუმცა უნდა გავაკეთოთ ორი რამ: უნდა დავიცვათ ახალგაზრდები და არ მივცეთ საშუალება დესტრუქციულ ძალებს ისინი აიფარონ წინ ფარად, ამის ერთადერთი გზა არის მათი ჩართვა გადაწყვეტილებების მიღების პროცესში”, – განაცხადა გახარიამ.

პარლამენტის წინ მთავრობის დამტკიცების პროცესის პარალელურად საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.

მასალების გადაბეჭდვის წესი