ახალი ამბები

“არ მეშინია” – მარში რუსეთში ბორის ნემცოვის ხსოვნის პატივსაცემად [ფოტო]

1 მარტი, 2015 •
“არ მეშინია” – მარში რუსეთში ბორის ნემცოვის ხსოვნის პატივსაცემად [ფოტო]

ბორის ნემცოვს პარასკევს, 27 თებერვალს მოსკოვში ესროლეს. მიყენებული ჭრილობების შედეგად ის ადგილზე გარდაიცვალა.

 

BBC–ის ცნობით, ოპოზიციის მხარდამჭრები დღეს, 1 მარტს მოსკოვში, კრემლის მახლობლად შეიკრიბნენ და იმ ხიდისკენ გაემართნენ, სადაც ნემცოვი მოკლეს.

 

როგორც BBC წერს, ნემცოვი დღეს თავისი მხარდამჭერების მარშს უნდა გაძღოლოდა, თუმცა მისმა მკვლელობის გამო სამგლოვიარო მიტინგი გაიმართა.


მოსკოვის ხელმძღვანელობამ თავდაპირველად ნებართვა 50 000 ადამიანზე გასცა, მაგრამ ორგანიზატორები აცხადებდნენ, რომ ნემცოვის მკვლელობის გამო შესაძლოა მარშზე უფრო მეტი ადამიანი მოსულიყო.


აქციის მონაწილეებს ხელში ეჭირათ ბორის ნემცოვის ფოტოები და პლაკატები წარწერებით, “არ მეშინია”, “მე ვარ ნემცოვი” და ა.შ. მარშის მონაწილეებს თან ჰქონდათ ყვავილები და რუსეთის დროშები, ასევე იყო უკრაინის რამდენიმე დროშაც.

 

რამდენიმე ათასმა ადამიანმა მიიღო სამგლოვიარო მარშში მონაწილეიობა სანკტ პეტერბურგშიც.

 

ნემცოვის მხარდამჭერები მის მკვლელობაში კრემლის მონაწილეობაზე საუბრობენ, თუმცა პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ეს მკვლელობა დაგმო და პირობა დადო, რომ მკვლელებს იპოვიდა. 


რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა კი დააწესა ჯილდო 3 მილიონი რუბლის ($49,000) ოდენობით მათთვის, ვინც ამ მკვლელობასთან დაკავშირებით მათ ინფორმაციას მიაწოდებს.

 

 

ფოტორეპორტაჟი მომზადებულია ევროპის პრესფოტოსააგენტოს (EPA) ფოტოებით

სამგლოვიარო მარში ოპოზიციის ერთ–ერთი ლიდერის, ბორის ნემცოვის ხსოვნისთვის პატივის მისაგებად. მოსკოვი ©EPA 01.03.2015
სამგლოვიარო მარში ოპოზიციის ერთ–ერთი ლიდერის, ბორის ნემცოვის ხსოვნისთვის პატივის მისაგებად. მოსკოვი ©EPA 01.03.2015

სამგლოვიარო მარში მოსკოვის ცენტრში ოპოზიციის ერთ–ერთი ლიდერის, ბორის ნემცოვის ხსოვნისთვის პატივის მისაგებად. მოსკოვი ©EPA 01.03.2015
სამგლოვიარო მარში მოსკოვის ცენტრში ოპოზიციის ერთ–ერთი ლიდერის, ბორის ნემცოვის ხსოვნისთვის პატივის მისაგებად. მოსკოვი ©EPA 01.03.2015

ქალი დებს სანთელს ხიდთან, სადაც 27 თებერვალს ოპოზიციის ერთ–ერთი ლიდერი, ბორის ნემცოვი მოკლეს. მოსკოვი ©EPA 01.03.2015
ქალი დებს სანთელს ხიდთან, სადაც 27 თებერვალს ოპოზიციის ერთ–ერთი ლიდერი, ბორის ნემცოვი მოკლეს. მოსკოვი ©EPA 01.03.2015

სამგლოვიარო მარშის მონაწილე წარწერით
სამგლოვიარო მარშის მონაწილე წარწერით ‘მე ვარ მენცოვი’. სანკტ–პეტერბურგი, რუსეთი ©EPA 01.03.2015

სამგლოვიარო მარშის მონაწილეებს უჭირავთ 27 თებერვალს მოკლული ბორის ნემცოვის ფოტო. მოსკოვი ©EPA 01.03.2015
სამგლოვიარო მარშის მონაწილეებს უჭირავთ 27 თებერვალს მოკლული ბორის ნემცოვის ფოტო. მოსკოვი ©EPA 01.03.2015

სამგლოვიარო მარში მოსკოვში და პოლიციის კორდონი ©EPA  01.03.2015
სამგლოვიარო მარში მოსკოვში და პოლიციის კორდონი ©EPA 01.03.2015

სამგლოვიარო მარში ოპოზიციის ერთ–ერთი ლიდერის, ბორის ნემცოვის ხსოვნისთვის პატივის მისაგებად. მოსკოვი ©EPA 01.03.2015
სამგლოვიარო მარში ოპოზიციის ერთ–ერთი ლიდერის, ბორის ნემცოვის ხსოვნისთვის პატივის მისაგებად. მოსკოვი ©EPA 01.03.2015

მასალების გადაბეჭდვის წესი