როგორც BBC წერს, ნემცოვი კვირას თავისი მხარდამჭერების მარშს უნდა გაძღოლოდა. მოსკოვის ხელმძღვანელობამ თავდაპირველად ნებართვა 50 000 ადამიანზე გასცა, მაგრამ ორგანიზატორები აცხადებენ, რომ ნემცოვის მკვლელობის გამო შესაძლოა მარშს უფრო მეტი ადამიანი შეუერთდეს.
ოპოზიციის მხარდამჭრები მოსკოვის ცენტრში ადგილობრივი დროით 14:00 საათზე აპირებენ შეკრებას.
რუსეთის შსს-ს ინფორმაციით, ნემცოვს ოთხჯერ ესროლეს. იგი თავის ნაცნობთან ერთად მოსკოვის ცენტრში გადაადგილდებოდა, რა დროსაც ცეცხლი გაუხსნეს. მის ნაცნობს პოლიცია კითხავს.
ნემცოვი 1998 წელს ელცინის პრეზიდენტობისას ვიცე-პრემიერის პოსტს იკავებდა. მანამდე ნიჟნი ნოვგოროდის გუბერნატორი იყო. ნემცოვი რუსეთის პარლამენტის ყოფილი წევრიცაა. 2008 წლიდან იგი რუსული ლიბერალური მოძრაობის, “სოლიდარნოსტის” აქტიური წევრი იყო