როგორც სპუტნიკი წერს, ვენესუელას საგარეო საქმეთა მინისტრმა აფხაზეთის წარმომადგენელთან შეხვედრის დროს განაცხადა, რომ ვენესუელა აფხაზეთის რესპუბლიკასთან იმ მეგობრული ურთიერთობებისკენ მიისწრაფის, რომელიც უგო ჩავესის ინიციატივით დაიწყო და დღესდღეობით პრეზიდენტ ნიკოლას მადუროს მიერ გრძელდება.
“ვენესუელასთვის აფხაზეთთან ურთიერთობები ძალიან მნიშვნელოვანია, რამდენადაც ეს ადასტურებს ხელისუფლების კურსს უგო ჩავესის პოლიტიკის გაგრძელების კუთხით და იმ ქვეყნების მხარდაჭერას, რომლებიც დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტისთვის იბრძვიან”, – ნათქვამია აფხაზეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
დღეისთვის აფხაზეთი რუსეთს, ტუვალულს, ნიკარაგუას, ნაურუსა და ვენესუელას აქვს აღიარებული.
![]() | მასალა მომზადებულია პროექტ “სამხრეთ კავკასიის ამბების” ფარგლებში ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის მხარდაჭერით. პროექტის ფარგლებში მომზადებული ტექსტები შეიცავს იმ ტერმინოლოგიას, რომელიც აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთის და მთიანი ყარაბაღის თვითაღიარებულ რესპუბლიკებში გამოიყენება. სტატიებში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ემთხვეოდეს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის და ნეტგაზეთის პოზიციას. |






