ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ცხინვალი: საქართველო სამხრეთ ოსეთთან საზღვრის ხაზს სხვანაირად ხედავს

28 თებერვალი, 2015 •
ცხინვალი: საქართველო სამხრეთ ოსეთთან საზღვრის ხაზს სხვანაირად ხედავს

სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტის წარმომადგენლის, ხოხ გაგლოითის თქმით, სამხრეთ ოსეთისა და საქართველოს მხარეები ვერ მივიდნენ საერთო აზრამდე სახელმწიფო საზღვრის ხაზის საკითხზე, რომელიც გაგლოითის თქმით, სოფელ დისევის, კორკულასა და კოშკას ნაკვეთებზე გადის. 

 

“ქართული მხარე აღნიშნულ მონაკვეთებში საზღვრის ხაზს ერთი კუთხით უყურებს, სამხრეთ ოსეთს საპირისპირო დასაბუთებული პოზიცია აქვს”, – განაცხადა გაგლოითიმ. 

 

მისივე თქმით, ეს საკითხი 2014 წლის იანვარში უკვე განიხილებოდა მხარეების მიერ, რა დროსაც შეთანხმდნენ, რომ კარტოგრაფიულ მასალებს წარმოადგენდნენ.

 

“ჩვენ წარმოვადგინეთ შესაბამისი მასალები, რომელიც ჩვენს პოზიციას ადასტურებს. ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის სპეციალისტებმა ჩვენ მიერ წარმოდგენილი რუკა ლეგიტიმურ კარტოგრაფიულ მასალად აღიარეს, რაც არ შეიძლება ითქვას ქართული მხარის მიერ წარმოდგენილ მონაცემებზე. ისინი აცხადებენ, რომ ეს ტერიტორია მათ მიერ იყო პატრულირებადი, თუმცა ეს სიმართლეს არ შეესაბამება, რადგან სამხრეთ ოსეთის მესაზღვრეები მუდმივად პატრულირებდნენ ამ ტერიტორიებზე.” 

 

მისივე თქმით, სამხრეთ ოსეთის მხარემ განაცხადა, რომ არ დაუშვებს მის ტერიტორიაზე სახელმწიფო საზღვრის დარღვევას და, შესაბამისად, როგორც ის ამბობს, კანონის ყველა დამრღვევი პირი დაისჯება.


მასალა მომზადებულია პროექტ “სამხრეთ კავკასიის ამბების” ფარგლებში ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის მხარდაჭერით. პროექტის ფარგლებში მომზადებული ტექსტები შეიცავს იმ ტერმინოლოგიას, რომელიც აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთის და მთიანი ყარაბაღის თვითაღიარებულ რესპუბლიკებში გამოიყენება. სტატიებში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ემთხვეოდეს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის და ნეტგაზეთის პოზიციას. 
  


მასალების გადაბეჭდვის წესი