ახალი ამბები

აგულაშვილი: კახეთში სეტყვის საწინაღმდეგო სისტემა დამონტაჟდება

28 თებერვალი, 2015 •
აგულაშვილი: კახეთში სეტყვის საწინაღმდეგო სისტემა დამონტაჟდება
პარლამენტის აგრარული კომიტეტის თავმჯდომარის გიგლა აგულაშვილის ინფორმაციით, “დელტას” მიერ სეტყვის საწინაღმდეგო სისტემის მშენებლობის ფარგლებში, კახეთის რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტში წინასწარ შერჩეულ წერტილებზე სეტყვის საწინააღმდეგო საცეცხლე წერტილები მოეწყობა. 
 
 
“სარაკეტო- საცეცხლე წერტილები სეტყვის საწინაღმდეგო ერთიანი სისტემის შემადგენელი კომპონენტებია, სულ კახეთის მასშტაბით 83 ერთეული ასეთი წერტილი მოეწყობა. შემდგომ ეტაპზე საცეცხლე წერტილებზე სეტყვის საწინააღმდეგო სარაკეტო დანადგარები დამონტაჟდება. მშენებლობას “დელტას” შვილობილი კომპანია “მშენებელი-2011″ აწარმოებს. პარალელურად “დელტას” საწარმოებში სეტყვის საწინააღმდეგო სარაკეტო დანადგარების დამზადება მიმდინარეობს. სეტყვის საწინააღმდეგო სისტემის ამოქმედების შემდეგ კახეთის რეგიონში სეტყვისაგან მიყენებული ზარალი 85-95 %-ით შემცირდება”-აცხადებს გიგლა აგულაშვილი. 

სეტყვის საწინააღმდეგო სისტემის ამოქმედების შემდეგ კახეთის რეგიონში სეტყვისაგან მიყენებული ზარალი 85-95 %-ით შემცირდება. სისტემის მოწყობას “დელტა” საქართველოს მთავრობის დაკვეთით ახორციელებს.


მასალების გადაბეჭდვის წესი