ახალი ამბები

ღარიბაშვილი 18-დან 50 წლამდე კაცების სარეზერვო კურსებით გადამზადებას გეგმავს

5 სექტემბერი, 2019 • 4797
ღარიბაშვილი 18-დან  50 წლამდე კაცების სარეზერვო კურსებით გადამზადებას გეგმავს

თავდაცვის მინისტრობის კანდიდატი ირაკლი ღარიბაშვილი მის მიერვე დაანონსებული სავალდებულო სამხედრო სამსახურის რეფორმის ფარგლებში რეზერვის ჩამოყალიბების აუცილებლობაზე საუბრობს, რომელმაც ასიათასობით ადამიანი უნდა მოიცვას.

როგორც მან პარლამენტში საკომიტეტო მოსმენაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, დღეისათვის საქართველოში 18-დან 50 წლამდე ასაკის 785 ათასი მამაკაცი ცხოვრობს. ღარიბაშვილის თქმით, ეს უზარმაზარი რესურსია, რომელსაც სწორად გამოყენება უნდა.

“ჩვენ თუ ამას იმგვარად დავაორგანიზებთ, რომ ეტაპობრივად, დავუშვათ, ავიღოთ 10-წლიანი პროგრამა. 10 წლის განმავლობაში ჩვენ ამ ადამიანებს გადავამზდებთ, სწრაფი კურსები იქნება 6-თვიანი, შეიძლება 9-თვიანი იყოს, ან ეტაპობრივი რამდენიმე წელზე გაწერილი. ჩვენ წლების განმავლობაში მილიონამდე მომზადებულ მამაკაცს მივიღებთ. ეს არის ჩენი ქვეყნის რესურსი, რომელიც სწორად უნდა იქნას გამოყენებული”, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი