ახალი ამბები

ყველა სახის იარაღის წარმოება უნდა დავიწყოთ, გარდა ბირთვულისა – ღარიბაშვილი

5 სექტემბერი, 2019 • 3000
ყველა სახის იარაღის წარმოება უნდა დავიწყოთ, გარდა ბირთვულისა – ღარიბაშვილი

თავდაცვის მინისტრობის კანდიდატი ირაკლი ღარიბაშვილი აცხადებს, რომ საქართველომ თავდაცვიუნარიანობის გასაზრდელად ყველა სახის იარაღის წარმოება უნდა დაიწყოს, გარდა ბირთვულისა.

ამის შესახებ მან პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა საკომიტეტო მოსმენაზე. “სამხედრო წარმოება – ეს არის ჩემი ოცნება”, – ამბობს ღარიბაშვილი. მისივე თქმით, პრემიერობისას ჰქონდა ტყვია-წამლის საწარმოს აშენების პროექტი, რაც მისივე თქმით, აუცილებელია და დღესვე უნდა დაიწყოს მისი გაკეთება.

“ყოველწლიურად მხოლოდ თავდაცვის სამინისტრო ათეულ მილიონს შეიძლება ხარჯავდეს ტყვია-წამლის შეძენაში. ჩემი მინისტრობისა და პრემიერობის დროს მე მქონდა საქართველოში ტყვიის საწარმოს პროექტი. მე ვფიქრობ, რომ ეს ჩვენ უნდა გავაკეთოთ და დღესვე დავიწყოთ ამის კეთება და, რა თქმა უნდა, ყველა სახის იარაღის წარმოება, გარდა ბირთვულისა. მე ვფიქრობ, რომ ჩვენ ამას შევძლებთ”, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი