ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

გიგაური: გალის რაიონის სკოლებს, რომლებთანაც ვთანამშრომლობთ, მეგრული დედაენა არ აურჩევია

27 თებერვალი, 2015 • 1803
გიგაური: გალის რაიონის სკოლებს, რომლებთანაც ვთანამშრომლობთ, მეგრული დედაენა არ აურჩევია

“ეს ინფორმაცია ჩვენც ისევე გვაქვს, როგორც ყველა დანარჩენს, ჩვენ გავიგეთ მედიის საშუალებით და გვაქვს ინფორმაცია, რომ არც ერთ სკოლას, იმ სკოლებს, რომლებთანაც  ჩვენ ვთანამშრომლობთ გალის რაიონში, არ აურჩევია ეს სახელმძღვანელო. ასეთია 31 სკოლა გალის რაიონში”, – აცხადებს ლია გიგაური.


ბოლო დროს მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ სექტემბრიდან გალის რაიონის ქართულ სკოლებში მეგრულენოვანი “დედაენის” შეტანა იგეგმება.


მეგრულ ენაზე შედგენილი დედაენის ფოტოები “ახალგაზრდა ინტელექტუალების”  ვებგვერდმა “ლაზარემ” გამოაქვეყნა. წიგნში მეგრული სიტყვები ქართული სიმბოლოებითაა დაწერილი და რუსულ და ინგლისურ ენებზეა თარგმნილი.


მეგრული დედა ენა, ფოტო: .lazare.org
მეგრული დედა ენა, ფოტო: .lazare.org



  მასალა მომზადებულია პროექტ “სამხრეთ კავკასიის ამბების” ფარგლებში ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის მხარდაჭერით. პროექტის ფარგლებში მომზადებული ტექსტები შეიცავს იმ ტერმინოლოგიას, რომელიც აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთის და მთიანი ყარაბაღის თვითაღიარებულ რესპუბლიკებში გამოიყენება. სტატიებში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ემთხვეოდეს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის და ნეტგაზეთის პოზიციას. 


მასალების გადაბეჭდვის წესი