ახალი ამბები

კეზერაშვილი TV “ფორმულას” წილის საკონტროლო პაკეტის მფლობელი გახდა

5 სექტემბერი, 2019 • 4797
კეზერაშვილი TV “ფორმულას” წილის საკონტროლო პაკეტის მფლობელი გახდა

თავდაცვის ყოფილი მინისტრი დავით კეზერაშვილი ტელეკომპანია “ფორმულას” წილის 51%-ის, ანუ საკონტროლო პაკეტის მფლობელი გახდა. რეესტრის მონაცემებით, მანამდე წილის 100%-ს ფორმულა კრეატივის დამფუძნებლები ფლობდნენ.

შესაბამისი ცვლილება საჯარო რეესტრში 3 სექტემბერსაა ასახული.

ამჟამად 49 პროცენტს ფლობენ ფორმულა კრეატივის დამფუძნებლები: მიშა მშვილდაძე, ირაკლი საღინაძე, ზუკა გუმბარიძე და გიორგი ლიფონავა, თითოეული მათგანი- 12.25%-ს. ტელეკომპანიას დავით კეზერაშვილი დააფინანსებს.

შპს ფორმულას მაუწყებლობის ავტორიზაცია უკვე მიღებული აქვს. მის საინფორმაციო სამსახურს რუსთავი 2-ის ყოფილი ჟურნალისტი გიორგი ლაფერაშვილი უხელმძღვანელებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი