განცხადების მიხედვით, იყიდება ბათუმში, ნინოშვილი-ჟღენტის კვეთაზე მდებარე 4504.00   კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო  დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული N01/36 მშენებარე შენობა-ნაგებობა და ამავე შენობაზე განთავსებული მოძრავი ქონება, კერძოდ, “მიმოხილვის (სათვალთვალო) ბორბალი“ და 740 კვ.მ გარე გამოყენების ლედ-მედია ეკრანი (Palami-Media NET- 50/50). საპრივატიზაციო პირობების მიხედვით, მყიდველმა თანხა ეტაპობრივად უნდა გადაიხადოს: პირველ ეტაპზე, ერთი თვის ვადაში, 8 მილიონი აშშ დოლარი, შემდეგი 6 თვის ვადაში- 15 მილიონი აშშ დოლარი, 12 თვის ვადაში – 20 მილიონი და 18 თვეში – უკვე დარჩენილი თანხის სრულად დაფარვა.

 

ბათუმის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტად წოდებული შენობის მშენებლობა, რომელიც ბათუმის ბულვარის ცენტრალურ შესასვლელში დგას, სახელმწიფოს 40 მილიონი ლარი დაუჯდა.

 

“ბათუმი თაუერის” სიმაღლე 200 მეტრია, 170-ე მეტრზე კი “ეშმაკის ბორბალია” დამონტაჟებული. შენობა ბულვარის ცენტრალურ შესასვლელში 2012 წელს მიხეილ სააკაშვილმა გახსნა და განაცხადა, რომ აქ ტექნოლოგიური უნივერსიტეტი განთავსდებოდა, თუმცა ხელისუფლების შეცვლის შემდეგ ეს შენობა უფუნქციოდ დარჩა.

ბათუმის თაუერი
ბათუმის თაუერი

Leave a comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *