განცხადების მიხედვით, იყიდება ბათუმში, ნინოშვილი-ჟღენტის კვეთაზე მდებარე 4504.00 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული N01/36 მშენებარე შენობა-ნაგებობა და ამავე შენობაზე განთავსებული მოძრავი ქონება, კერძოდ, “მიმოხილვის (სათვალთვალო) ბორბალი“ და 740 კვ.მ გარე გამოყენების ლედ-მედია ეკრანი (Palami-Media NET- 50/50). საპრივატიზაციო პირობების მიხედვით, მყიდველმა თანხა ეტაპობრივად უნდა გადაიხადოს: პირველ ეტაპზე, ერთი თვის ვადაში, 8 მილიონი აშშ დოლარი, შემდეგი 6 თვის ვადაში- 15 მილიონი აშშ დოლარი, 12 თვის ვადაში – 20 მილიონი და 18 თვეში – უკვე დარჩენილი თანხის სრულად დაფარვა.
ბათუმის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტად წოდებული შენობის მშენებლობა, რომელიც ბათუმის ბულვარის ცენტრალურ შესასვლელში დგას, სახელმწიფოს 40 მილიონი ლარი დაუჯდა.
“ბათუმი თაუერის” სიმაღლე 200 მეტრია, 170-ე მეტრზე კი “ეშმაკის ბორბალია” დამონტაჟებული. შენობა ბულვარის ცენტრალურ შესასვლელში 2012 წელს მიხეილ სააკაშვილმა გახსნა და განაცხადა, რომ აქ ტექნოლოგიური უნივერსიტეტი განთავსდებოდა, თუმცა ხელისუფლების შეცვლის შემდეგ ეს შენობა უფუნქციოდ დარჩა.
