ვიდეოში ჩანს, თუ როგორ აგდებენ ისინი ქანდაკებებს პედესტალებიდან, იყენებენ ჩაქუჩებსა და ბურღებს იმის გასანადგურებლად, რაც გადარჩა.


ISIS–ის ერთ–ერთი მებრძოლი ვიდეოში ამბობს: “ის სიძველეები და კერპები, რომელბიც ჩემს უკან არის, შექმნილია საუკუნეების წინ და ხალხი მას ალაჰის ნაცვლად სცემდა თაყვანს. როდესაც ყოვლისშემძლე ღმერთი გვიბრძანებს მის განადგურებას, ჩვენ ამას აუცილებლად გავაკეთებთ, თუნდაც ისინი მილიარდობით დოლარი ღირდეს.”


“ვგმობ ამ მიზანმიმართულ შეტევას ერაყის ათასწლოვანი კულტურისა და ისტორიის წინააღმდეგ, წაქეზებას ძალადობისა და სიძულვილისკენ”– განაცხადა იუნესკოს გენერალურმა დირექტორმა ირინა ბოკოვამ.

 

BBC წერს, რომ “ისლამური სახელმწიფო” მოსულს, რომელიც სიდიდით მეორე ქალაქია ერაყში, 2014 წლის ივნისიდან აკონტროლებს.  ერაყის 12, 000 რეგისტრირებული არქეოლოგიური ძეგლიდან 1,800 ISIS–ის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე მდებარეობს.


‘ისლამური სახელმწიფო’ მოსულის მუზეუმში არტეფაქტებს ანადგურებს. ფოტო – კადრი CNN–ის ვიდეოდან


Leave a comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *