ახალი ამბები

პრეზიდენტმა არქიმანდრიტი ილია კარტოზია ,,სამოქალაქო თავდადებისათვის“ დააჯილდოვა

27 თებერვალი, 2015 •
პრეზიდენტმა არქიმანდრიტი ილია კარტოზია ,,სამოქალაქო თავდადებისათვის“ დააჯილდოვა

გიორგი მარგველაშვილმა არქიმანდრიტის ოჯახს ჯილდო გადასცა და მადლობა გადაუხადა ილია კარტოზიას თავდადებისთვის.

 

“რთულია საქართველოს ისტორიაში  ჩაწერო შენი სახელი მაშინ, როდესაც სამშობლოსთვის ამდენი თავდადებული წმინდანი და გმირია,  თუმცა მამა ილიამ ეს შეძლო და თავისი რწმენითა და გმირობით უკეთესი გახადა მთელი კაცობრიობა, რაც მაგალითი იქნება მომავალი თაობებისთვისაც”, – განაცხადა პრეზიდენტმა

 

ილია კარტოზია ადრიატიკის ზღვაში, ბორან „ნორმან ატლანტიზე“ გაჩენილი ხანძრის შედეგად 28 დეკემბერს გარდაიცვალა. გემზე 500-მდე ადამიანი იმყოფებოდა, მათ შორის, საქართველოს რვა მოქალაქე. ილია კარტოზიას გარდა, ყველა მათგანი ცოცხალი და უვნებელი გადარჩა.

მასალების გადაბეჭდვის წესი