ეს კომენტარი მედიასთან საუბარში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, გრიგორი კარასინმა ზურაბ აბაშიძესთან, საქართველოს პრემიერ=მინისტრის სპეციალურ წარმომადგენელთან დღევანდელი, 26 თებერვლის შეხვედრის შემდეგ გააკეთა.
ამავე თემაზე ჟურნალისტებთან საუბრისას ზურაბ აბაშიძემ განაცხადა, რომ შეხვედრის დროს NATO-ს სასწავლო ცენტრის შესახებ არ უსაუბრიათ.
“სიტყვა არ თქმულა ნატოს სასწავლო ცენტრის შესახებ. საერთაშორისო ურთიერთობები არ არის ჩვენი შეხვედრის ფორმატში განსახილველი თემა”, – განაცხადა აბაშიძემ.