პარლამენტთან აქცია “სირცხვილიას” 76 -ე დღე დასრულდა. დღეს აქციის მონაწილეებმა გიორგი გახარიას პრემიერ-მინისტრად წარდგენა გააპროტესტეს.

როგორც აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა გიგა მაქარაშვილმა განაცხადა, ხვალ, 4 სექტემბერს ისინი იუსტიციის უმაღლეს საბჭოსთან მივლენ და უზენაესი მოსამართლეების შერჩევის პროცესს გააპროტესტებენ.

საბოლოო კენჭისყრა, რომელიც გაარკვევს პარლამენტისთვის წარსადგენი კანდიდატების ვინაობას,  იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ხვალ, 13:00 საათზე გაიმართება.

უზენაესი სასამართლოს კანდიდატების მიერ მიღებული ქულები [სია]