მოსამართლის განცხადებით, ბრალდებულ გიორგი ღონიაშვილს 9–თვიანი პატიმრობის ვადა 2015 წლის 3 მარტს ეწურება, შესაბამისად, 2 მარტს ის სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან გათავისუფლებას უნდა დაექვემდებაროს.
“სასამართლო თვლის, რომ აღარ არსებობს იმ რამდენიმე დღის გათვალისწინებით მის მიმართ აღკვეთის ღონისძიების გამოყენების საფუძველი და ბრალდებულ გიორგი ღონიაშვილის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა უნდა გაუქმდეს,” – განაცხადა მოსამართლემ.
9-თვიანი პატიმრობის ვადა გიგი უგულავას აპრილის დასაწყისში ეწურება, თუმცა გასულ კვირას მოსამართლემ დაცვის მხარის შუამდგომლობა ამღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობის გირაოთი შეცვლის შესახებ არ დააკმაყოფილა და თბილისის ყოფილი მერი პატიმრობაში დატოვა.

