ახალი ამბები

19:00 საათზე პარლამენტთან აქცია გაიმართება

3 სექტემბერი, 2019 • 1582
19:00 საათზე პარლამენტთან აქცია გაიმართება

დღეს, 19:00 საათზე, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ საპროტესტო აქცია გაიმართება. აქციის მონაწილეები გიორგი გახარიას გაპრემიერებას გააპროტესტებენ. ორგანიზატორები  არიან “სირცხვილიას” აქციების ლიდერები.

“პროტესტის 76-ე დღე!

დღეს ბიძინა ივანიშვილმა გიორგი გახარია გადაყენების ნაცვლად დააწინაურა.

საკუთარი მოქალაქეების დამასახიჩრებელი, დამნაშავე მინისტრის დაწინაურება არის ბიძინა ივანიშვილის პირადი გადაწყვეტილება. ამ გადაწყვეტილებით ივანიშვილმა ღია ომი გამოუცხადა სამოქალაქო საზოგადოებას.

ხელისუფლებამ თავისივე ბოტების შექმნილი რეალობა დაიჯერა, რომ მათ საამისოდ მინიმალური ლეგიტიმაცია მაინც აქვთ.

გავრილოვის 19 პატიმარი უსამართლო სასამართლოს გადაწყვეტილებას ელოდება.

გამოდი გარეთ, გამოხატე შენი აზრი მიმდინარე მოვლენებზე.

19:00-ზე, რუსთაველის გამზირზე – ქვეყნის სამსახურში”, – ნათქვამია აქციის ორგანიზატორების განცხადებაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი