ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

“ევრონესტის” სხდომას ერევანში აზერბაიჯანის დელეგაცია არ დაესწრება

25 თებერვალი, 2015 • • 965
“ევრონესტის” სხდომას ერევანში აზერბაიჯანის დელეგაცია არ დაესწრება

ზაკარიანის თქმით, ” აზერბაიჯანული მხარის მიერ მონაწილეობაზე უარის თქმით სხდომა არ დაზარალდება, რამდენადაც პოლიტიკური დღის წესრიგი თავისი მნიშვნელობით სხვა ქვეყნების დელეგაციებს საშუალებს აძლევს მასში აქტიური მონაწილეობა მიიღონ”. 


“აღმოსავლეთ პარტნიორობის” პროგრამის ფარგლებში “ევრონესტის” სხდომისგან სომხეთი პარლამენტთაშორის ფორმატში თანამშრომლობას ელის, – ამბობს ზაკარიანი.


“ევრონესტის” მეოთხე პლენარული სხდომა ერევანში პირველად გაიმართება. დღის წესრიგი სომხეთის პარლამენტის მუდმივი კომისიის ოთხ ძირითად მოხსენებას ითვალისწინებს. მოხსენებები შეეხება 2020 წლამდე “ევროპის სამეზობლო” პოლიტიკისა და “აღმოსავლეთ პარტნიორობის” ფარგლებში თანამშრომლობის, კომუნიკაციის, კულტურული დიალოგის, ენერგეტიკული უსაფრთხოების, მათ შორის ალტერნატიული ენერგიის საკითხებს. 

 

არტაკ ზაკარიანის თქმით, სხდომაში მონაწილეობას სამოქალაქო პლატფორმის წარმომადგენლებიც მიიღებენ.

 

“16 მარტს გაიმართება “ევრონესტის” გაფართოებული შეხვედრა საზოგადოებრივი პლატფორმის მონაწილეობით, ევროკავშირმა უკვე დაადასტურა სომხეთის ცხრა ნაციონალური პლატფორმის წარმომადგენლის მონაწილეობა “ევრონესტის” მუშაობაში. 

 

ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის ინაუგურაცია მოხდა 2011 წლის 3 მაისს ბრიუსელში. ასამბლეა შედგება 120 დეპუტატისაგან: 60 წევრია ევროპარლამენტიდან და 10 დეპუტატი 6 ქვეყნის პარლამენტებიდან: საქართველო, სომხეთი, აზერბაიჯანი, ბელორუსი, მოლდოვა, უკრაინა. (ბელორუსის საკითხი ჯერჯერობით ღიაა – ქვეყანაში ბოლო დროს მიმდინარე პროცესებმა, განსაკუთრებით 2010 წლის არჩევნების შემდგომმა მოვლენებმა და ევროკავშირის მხრიდან გაკეთებულმა შეფასებებმა ასამბლეაში ბელორუსის მონაწილეობა შეაფერხეს). ეს ინსტიტუტი არის ფორუმი საპარლამენტო დიალოგისათვის ევროკავშირსა და აღმოსავლეთ ევროპელ პარტნიორებს შორის საერთო ინტერესების სფეროებში, როგორიცაა: მშვიდობა, სტაბილურობა, საკანონმდებლო ჰარმონიზაცია, ვაჭრობა, ენერგეტიკა, ხალხთა შორის კავშირები და მრავალი სხვა. ევრონესტი წელიწადში ერთ პლენარულ სხდომას ატარებს. ხოლო მისი 4 კომიტეტი-  ორ-ორ სხდომას. რეგულარულად იმართება ასამბლეის ბიუროს სხდომები.

მასალების გადაბეჭდვის წესი