ვიოლეტა რუდატი გერმანიაში 28 წელია ცხოვრობს. გამოცემა news-abh-ს ინფორმაციით, ის აფხაზეთის კულტურული ატაშეა ევროკავშირში. მისი ავტორობით გერმანულ ენაზე გამოიცა წიგნი ,,აფხაზური სამზარეულო’’.
“ჩემი მეუღლის ნათესავები და მეგობრები გერმანელები არიან. ისინი ხშირად მთხოვდნენ ხოლმე მომეყოლა აფხაზეთის შესახებ. ასეთი საუბრები, რა თქმა უნდა, ჩემ მიერ მომზადებული აფხაზური კერძების თანხლებით უფრო სასიამოვნო იყო ხოლმე”, – ამბობს კაფის მეპატრონე.
მისი თქმით, აფხაზეთის შესახებ ანგარიშების წარსადგენად ის ბუნდესტაგში, გერმანიის უნივერსიტეტსა და გერმანულ-კავკასიურ საზოგადოებებში იყო მიწვეული.
“ხშირად ასეთ შეხვედრებზე აფხაზური კერძები მიმქონდა გასასინჯად, რის შემდეგაც ადამიანები აფხაზური კერძების რეცეპტებით ინტერესდებოდნენ. ბევრი მთხოვდა დამეწერა წიგნი აფხაზურ კერძებზე. ასე გაჩნდა ჩემი პირველი წიგნიც – “აფხაზური სამზარეულო”, – განაცხადა რუდატმა.
ვიოლეტა რუდატის თქმით, წიგნები გერმანიაში მალევე გაიყიდა. წიგნის გამოცემის შემდეგ კი, მას წერილებს უგზავნიდნენ და ეკითხებოდნენ, სად შეიძლებოდა ამ კერძების გასინჯვა. შესაბამისად, მან რამდენიმე წლის წინ გერმანიაში პირველი აფხაზური რესტორანი გაიხსნა.
“ჩემს პირველ რესტორანში ხშირად ვაწყობდი კულტურულ საღამოებს. აფხაზურ რესტორანზე 8 გამოცემაში წერდნენ და საუბრობდნენ რადიოში. რესტორანი ძალიან პოლულარული იყო ბერლინის მოსახლეობში. თუმცა მე უკეთესი და უფრო მყუდრო ადგილის პოვნა მინდოდა. ამიტომაც მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ გავფართოვებულიყავით და გაგვეხსნა კულტურული ცენტრიც”, – განაცხადა რუდატმა.