ახალი ამბები

ვოლსკის თქმით, პრემიერობის კანდიდატის ვინაობა ხვალ გახდება ცნობილი

2 სექტემბერი, 2019 • 900
ვოლსკის თქმით, პრემიერობის კანდიდატის ვინაობა ხვალ გახდება ცნობილი

“ქართული ოცნების” პოლიტსაბჭოს წევრი გია ვოლსკი ამბობს, რომ ახალი პრემიერ-მინისტრის ვინაობა ხვალ გახდება ცნობილი.

ვოლსკის ინფორმაციით, ხვალ “ქართულ ოცნებაში”პოლიტსაბჭოს სხდომა, შემდეგ კი უმრავლესობის შეკრება გაიმართება. დღეს ჟურნალისტებმა მას კითხვა დაუსვეს: გიორგი გახარია პრემიერის, ხოლო ირაკლი ღარიბაშვილი შს მინისტრს პოსტზე – განიხილება თუ არა ასეთი სამთავრობო კონფიგურაცია?

“არის ასეთი მოსაზრება, ვერ ვიტყოდი, რომ უსაფუძვლო მოსაზრებაა, თუმცა შინაგან საქმეთა სამინისტროსთან დაკავშირებით ნამდვილად ვერ დაგიდასტურებთ. ამ საკითხებზე ხვალ გვექნება განცხადება”, – ამბობს ვოლსკი.

კიდევ ერთი ვერსიით, შს მინისტრის პოსტი, შესაძლოა, სუს-ის ხელმძღვანელმა ვახტანგ გომელაურმა დაიკავოს. ვოლსკი ამ ინფორმაციაზე კომენტარს არ აკეთებს და ამბობს, რომ მთავრობის შემადგენლობას ახალი პრემიერი წარადგენს.

დღეს ცნობილი გახდა, რომ პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე თანამდებობას ტოვებს. მან ამის შესახებ განცხადება ფეისბუკზე გაავრცელა.

მასალების გადაბეჭდვის წესი