“იმისთვის, რომ სუბსტანციური დიალოგი დაიწყოს აფხაზეთმა და საქართველომ ეკონომიკურ და ჰუმანიტარულ საკითხებზე, საჭიროა არსებობდეს შესაბამისი ნდობა და მოლაპარაკებების სივრცეები”, – ამის შესახებ Sputnik-ს ირაკლი ხინთბამ განუცხადა.
ირაკლი ხინთბას თქმითვე, ნდობის მინიმალურ დონეზეც არ შეიძლება საქართველოს მხრიდან ძალის გამოუყენებლობის შესახებ საუბარი იურიდიულად გამყარებული მექანიზმების გარეშე. მისი თქმით, საქართველოს ოფიციალური პირების ერთმხრივ დეკლარაციებს, ისევე როგორც საქართველოს პარლამენტის რეზოლუციებს, დიდი ძალა არ აქვს.
“საქართველო პოლიტიკურ-სამართლებრივი კუთხით აფხაზეთთან შეთანხმების საკითხს მგრძნობიარედ აღიქვამს. თბილისის ასეთი პოზიცია ჩვენ მიერ განიხილება, როგორც ალოგიკური, რომელიც საქართველო-აფხაზეთის ურთიერთობების ნორმალიზაციის პროცესს ხელს უშლის”, – ამბობს ხინთბაა.
ხინთბა ამბობს, რომ მოლაპარაკებათა სივრცის ფორმირების პერსპექტივები, სადაც შესაძლებელი იქნებოდა დისკუსია ან შეთანხმების მიღწევა, ამ ეტაპზე არსებობს.
“დღეს აფხაზეთ-საქართველოს კონტექსტში პრევალირებს ლოგიკა “თამაშები ნულოვანი თანხით”, და პრაქტიკულად არ არსებობს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი საკითხები, რომელთა გადაწყვეტა საქართველოსთან დიალოგზე იქნებოდა დამოკიდებული, გარდა ენგურჰესის ერთობლივი ექსპლუატაციისა, – ამბობს ხინთბა.
ის არ გამორიცხავს მოლაპარაკებათა გამართვის შესაძლებლობას ისეთ თემებზე, როგორიცაა რკინიგზის მაგისტრალის მუშაობის განახლება “იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს მხრიდან ამის პოლიტიკური ნება იქნება, და მომავალში, შესაძლოა, დიალოგის სხვა თემებიც გაჩნდეს.”
საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურმა წარმომაგენელმა ზურაბ ჯაფარიძემ განაცხადა, საქართველო მზადაა, სტატუსთან დაკავშირებული საკითხები გვერდზე გადადოს, თუკი აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთთან დიალოგი დაიწყება.
![]() | მასალა მომზადებულია პროექტ “სამხრეთ კავკასიის ამბების” ფარგლებში ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის მხარდაჭერით. პროექტის ფარგლებში მომზადებული ტექსტები შეიცავს იმ ტერმინოლოგიას, რომელიც აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთის და მთიანი ყარაბაღის თვითაღიარებულ რესპუბლიკებში გამოიყენება. სტატიებში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ემთხვეოდეს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის და ნეტგაზეთის პოზიციას. |