ახალი ამბები

ირაკლი ღარიბაშვილი ბრიუსელში გაემგზავრა

25 თებერვალი, 2015 • • 915
ირაკლი ღარიბაშვილი ბრიუსელში გაემგზავრა

მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, ვიზიტის ფარგლებში გაიმართება შეხვედრები ევროკომისიის პრეზიდენტ ჟან-კლოდ იუნკერთან და ევროპული საბჭოს პრეზიდენტ დონალდ ტუსკთან, რის შემდეგაც დაგეგმილია ერთობლივი განცხადებები პრესისთვის.

 

ვიზიტის ფარგლებში, მთავრობის ცნობით, საქართველოს პრემიერ-მინისტრს უმასპინძლებს ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ფედერიკა მოგერინი, გაიმართება შეხვედრა ევროპარლამენტის პრეზიდენტ მარტინ შულცთან, ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე ელმარ ბროკთან და მოლდოვის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ კირილ გაბურიჩისთან.

 

საქართველოს დელეგაციაში, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ხელმძღვანელობს, საგარეო საქმეთა მინისტრი თამარ ბერუჩაშვილი და სახელმწიფო მინისტრი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში დავით ბაქრაძე იმყოფებიან.

 

საგარეო საქმეთა სამინისტრს ცნობით, შეხვდრები უკავშირდება ნატოსა და ევროკავშირთან საქართველოს სამომავლო თანამშრომლობისა და საქართველოს უსაფრთხოების საკითხებს.

 

სამინისტროს ცნობით, ბრიუსელში იმყოფება საგარეო საქმეთა მინისტრი თამარ ბერუჩაშვილი, რომელიც შეხვდება ნატოს გენერალურ მდივანს და ნატო-საქართველოს კომისიის სხდომაში მიიღებს მონაწილეობას.

 

სხდომაზე განიხილავენ სოხუმსა და მოსკოვს შორის ხელმოწერილ შეთანხმებას და ცხინვალსა და მოსკოვს შორის შეთანხმებას, რომელსაც სავარაუდოდ მალე მოეწერერება ხელი. ასევე ისაუბრებენ უსაფრთხოებისა და მძიმე ჰუმანიტარულ მდგომარეობაზე კონფლიქტურ რეგიონებში.

ირაკლი ღარიბაშვილი
ირაკლი ღარიბაშვილი

მასალების გადაბეჭდვის წესი