ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ცხინვალი: ქართულმა მხარემ ჩვენს უპილოტო საფრენ აპარატს ცეცხლი გაუხსნა

1 სექტემბერი, 2019 • 2835
ცხინვალი: ქართულმა მხარემ ჩვენს უპილოტო საფრენ აპარატს ცეცხლი გაუხსნა

ოსური მხარე აცხადებს, რომ დღეს, პირველ სექტემბერს “ქართული სოფლის, კობის მხრიდან სამხრეთ ოსეთის მიმართულებით იყო სროლა მათ უპილოტო საფრენ აპარატზე, რომელიც სახელმწიფო საზღვრის რაიონში, სოფელ წნელისის მოსახლეობის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად ჰუმანიტარულ მისიას და ვიდეოდაკვირვებას ახორციელებდა”.

ცხინვალის ცნობითვე, მსგავს ვიდეოდაკვირვებას ისინი იქამდეც აწარმოებდნენ.

“ასევე, საჭიროდ მივიჩნევთ, განვაცხადოთ, რომ სამხრეთ ოსეთის სამოქალაქო უპილოტო საფრენი აპარატისთვის ცეცხლის გახსნა პირდაპირი პროვოკაციაა ქართული მხრიდან”, – ნათქვამია დე ფაქტო უშიშროების კომიტეტის განცხადებაში.

ქართული მხარის პოზიცია აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, ჯერჯერობით, უცნობია.

დავით ქაცარავა აცხადებს, რომ ოსური მხარის საფრენი აპარატი “ძალა ერთობაშიამ” ჩამოაგდო

მასალების გადაბეჭდვის წესი