ახალი ამბები

რუსეთმა უნდა შეწყვიტოს დესტრუქციული ქმედება — აშშ-ის წარმომადგენელთა პალატა

31 აგვისტო, 2019 •
რუსეთმა უნდა შეწყვიტოს დესტრუქციული ქმედება — აშშ-ის წარმომადგენელთა პალატა

„რუსეთის მიერ სამხრეთ ოსეთის მზარდი მილიტარიზაცია აღმაშფოთებელი და მიუღებელია. პუტინი და მისი მთავრობა განაგრძობს სხვა ქვეყნების სუვერენიტეტის უხეშად უგულებელყოფას. რუსეთმა მყისიერად უნდა შეწყვიტოს თავისი დესტრუქციული ქმედება და პატივი სცეს საქართველოს სუვერენიტეტს“, – წერია აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის საგარეო საქმეთა კომიტეტის მიერ 31 აგვისტოს გავრცელებულ განცხადებაში.

განცხადების ქართული თარგმანი საქართველოში აშშ-ის საელჩომ გაავრცელა.

განცხადებას წინ უძღოდა ვითარების დაძაბვა სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო საზღვართან. დეტალებისთვის, გირჩევთ:

რა ხდება ჩორჩანასთან? – მოკლედ და გასაგებად

მასალების გადაბეჭდვის წესი